მწვრთნელი ორმოში

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ ახალ სპონსორთან კონტრაქტს ხელი რამდენიმე კვირის წინ კი მოაწერა, მაგრამ სარეკლამო აქტივობა ახლაღა გააჩაღა… გერმანული ფეხბურთის მამები საკმაოდ მსუყე თანამშრომლობის პირობებზე საავტომობილო კონცერნ ვოლცვაგენს შეუთანხმდნენ. კონცერნი, რომლის სახელწოდებაც უკვე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, საფეხბურთო გერმანიაში მერსედესს შეცვლის. სანაცვლოდ მძლავრ რეკლამას მიიღებს, საპასუხოდ კი სოლიდურ თანხას გადაიხდის. საფეხბურთო კავშირისა და კონცერნის ერთერთ პიარ-ნაბიჯს […]

გამეორება არ სცადოთ!

სასწაული შედეგია – 34 წლის თურქმა მოცურავე ქალმა Sahika Ercumen-მა 100 მეტრი ერთი ჩასუნთქვით გაცურა, თავი ზემოთ ერთხელაც არ ამოუყვია. თანაც ეს გაცურვა მღვიმეში, გაყინულ წყალში გადაწყვიტა. ცხადია, იგივეს გამეორებას არ გირჩევთ, თავს ხიფათში ნუ ჩაიგდებთ. Please follow and like us:

გემოვნების ამბავი

ჯეიმზ მედისონი „ლესტერის“ ფეხბურთელია და მის გადასაბირებლად „მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს… „სანი“ კი ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდია, რომელიც ცნობად სახეებს კუდში დასდევს… „ჯეიმზ მედისონი „ტოტენჰემთან“ მატჩზე საშინელი და უგემოვნო „რუკზაკით“ მივიდა,“- დაწერა რამდენიმე დღის წინ გაზეთმა თავის ფურცლებზე… მედისონმა „ტოტენჰემთან“ ითამაშა, 85-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლესტერს“ სამი ქულა მოუტანა, სოციალურ ქსელში კი ტაბლოიდს […]

ლებრონ ჯეიმსი და არნოლდ შვარცნეგერი სახლებიდან გაიქცნენ

ლოს ანჯელესის გარეუბნების ათასობით მცხოვრები სახლს ტოვებს. მიზეზი ტყის ხანძრებია, რომელმაც უკვე 200 ჰექტარი მოიცვა. კალიფორნიაში სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა, 80 ათასი სახლი კი სახიფათო ზონაში იმყოფება. ლოს ანჯელესს ცეცხლი ბევერლი ჰილზის მხრიდან უახლოვდება. სახლი დატოვა და უსაფრთხო ადგილს შეაფარა თავი კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, ტერმინატორმა არნოლდ შვარცნეგერმა, რომელმაც სახლი ღამის 3 საათზე დატოვა. ოჯახთან ერთად […]

ექიმი, მოდელი, კუნთი

ჩინელმა ბოდიბილდერმა ქალმა იუან ჰერონგმა, რომელიც სპორტული ექიმის მოვალეობებსაც ითავსებს, ქომაგებს გული აუჩქროლა – საქმე ის არის, რომ იუანმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე, ნახევრად შიშველი ფოტოები გამოფინა, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამიწვია. წყარო გვამცნობს, რომ იუანს 60 ათასი მიმდევარი ჰყოლს ინსტაგრამში და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს საიტი ჩინეთში აკრძალული ყოფილა. ქალბატონი ადრე ასეთ ქმედებებში არ შეუმჩნევიათ. ახლა […]