ბათუმი ჩემპიონატიდან გასვლით იმუქრება

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს”. ფაქტია, ეს განცხადება ბათუმის დინამოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ჩიხურასთან მატჩს გიორგი კიკაჩეიშვილი მსაჯობდა და ცოტა არ იყოს, საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო: პირველ ტაიმში პენალტი არ დანიშნა ჩიხურას კარში (მაისაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი), მეორეში კი სახიფათო ჯარიმა ჯოვინო ფლამარიონის წაქცევისთვის. ბათუმის […]

ახლა კი მგონი მართლა მიდის

„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი […]

დროა ნეიმარმა ტვინში ჩიპი შეცვალოს

დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება. მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. 57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში […]

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა

იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა […]

გარი ნევილმა ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე […]

სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით

კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ […]

რას ჰგავდა გუშინ გერმანიის ნაკრები? და ნეიმარი?

რას ჰგავდა გუშინ გერმანიის ნაკრები? თითქოს იგივე მექანიზმი იგივე დეტალებით, რაც 2014 წლის მონდიალზე ბრაზილიაში, მაგრამ გვარიანად გაცვეთილი და მოძველებული. ერთი მატჩით მსჯელობა არ შეიძლებაო, კია ნათქვამი, თუმ ჩვენ ჩვენი მაინც ვთქვათ: იოაჰიმ ლიოვი ბებერი ბებიასავით ძველი ფოტოალბომით გაგვიმასპინძლდა და თითოეულ კადრს კიდევ ერთხელ მოეფერა, მაგრამ მექსიკელებმა ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე იომეს, ირბინეს, ქმნეს, გაიტანეს, არ […]