ახლა კი მგონი მართლა მიდის

„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი […]