ტოჩინოშინს ჩემპიონობამდე ერთი მოგება დააკლდა /VIDEO/

ტოჩინოშინმა მაისის ბაშო მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო, მე-15 დღეს, ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო და შეჯიბრი 13:2 ბალანსით დაასრულა. ჩემპიონი კი იოკოძუნა კაკურიუ გახდა, რომელმაც 14 მოგება დააგროვა. ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინი სწორედ კაკურიუსთან დამარცხდა. Please follow and like us:

უეფას ერთა ლიგის წილისყრა

შვეიცარიულ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართა. უეფას წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები ბოლო, მე-4 ლი­გაში ითამაშებს. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავა, რომლეიც  2020 წლის მარტში გაიმართება. პლეი ოფის გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური […]