ახლა კი მგონი მართლა მიდის

„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი […]

დროა ნეიმარმა ტვინში ჩიპი შეცვალოს

დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება. მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. 57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში […]

კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა. […]

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა

იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა […]

ჩაწყობილია?

როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო… მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა, […]

გარი ნევილმა ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე […]

ზლატან, f*** off-ო

ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ […]

რატომ განრისხდა მო სალაჰი?

ამბობენ, მოჰამედ სალაჰი ისე გაბრაზდა, ეგვიპტის ნაკრებიდან კინაღამ გაიქცაო. გაქცევის ამბავი სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა, რომ გამოიყენეს — ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მას რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა უბოძა. მავანი იტყვის მერე რა მოხდაო, არადა „სანმა” შეიტყო, რომ „ლივერპულის” 26 წლის ვარსკვლავს ძალიან წყენია, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკურ სათამაშოდ ქცევისგან რომ არ დაიცვა. როგორც ამბობენ […]

ნეიმარი სტრესის პირას

იცით, როგორ დატოვა ნეიმარმა სანკტ პეტერბურგის სტადიონი? თავზე ჩამოფხატული ქუდით — გეგონება ვერავინ იცნობდა — და საოცრად გაღიზიანებულმა. სტრესის პირას მყოფს ჰგავდა. დაახლოებით ასმეტრიანი მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ხვდებიან, ბრაზილიელმა უსაინ ბოლტივით ჩაირბინა. სტადიონის ამ ზონაში 400 ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ნეი ერთსაც კი არ გაუჩერდა. „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი პირველი თამაშის შემდეგ ბრაზილიური მას-მედიის კრიტიკამ […]

სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით

კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ […]