ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში გადავიდა

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის სამგზის გამარჯვებული ლებრონ ჯეიმსი მიმდევნო სეზონს ლოს ანჯელეს ლეიკერსში დაიწყებას. ლებრონის ლოსანჯელესური კონტარქტი 4-წელზეა გათვლილი და მისი ღირებულება 154 მილიონ დოლარს შეადგენს. ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად ითვლება, კარიერა კლივლენდში დაიწყო და იქ ჯამში 11 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ლებრონი კლივლენდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. ლეიკერსი, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე […]

ეგვიპტელი კომენტატორი საუდის არაბეთთან მატჩის ბოლო წუთზე გარდაიცვალა

ეგვიპტელი კომენტატორი აბდელ რახიმ მოჰამედი თავისი ქვეყნის ნაკრების საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ქაიროს „ზამალეკის“ ყოფილ მწვრთნელს მატჩის შემდგომ გადაცემაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ საუდელთა მეორე გოლის მომენტში – მეხუთე წამატებულ წუთზე, თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. კომენტატორს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის მიყვანიდან მცირე ხანში […]

საფრანგეთის ნაკრები რუსეთში ჩავიდა /VIDEO/

საფრანგეთის ნაკრები უკვე რუსეთშია. ფრანგებს ჯგუფში მეტოქეებად ავსტრალია, პერუ და დანია ჰყავთ. წესით, გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა 2002-შიც  არ უნდა გასჭირვებოდათ… Please follow and like us:

როგორ ჩავიდნენ ზაზა ფაჩულია და ვორიორზები ოკლენდში /VIDEO/

NBA-ს ჩემპიონობა გოლდენ სტეიტ ვორიორზმა კლივლენდში მოიპოვა, მშობლიურ ოკლენდში დაბრუნებულ ზაზას და ვორიორზებს აეროპორტში დახვედრა მოუწყეს. გრანდიოზული ზეიმი კი ორაკლ არენაში მოეწყო. Please follow and like us:

არგენტინამ ისრაელთან მატჩი გააუქმა

არგენტინის ნაკრებმა ისრაელთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე, შაბათს,  იერუსალიმში უნდა გამართულიყო. არგენტინელებმა გადაწყვეტილება პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის მოწოდების შემდეგ მიიღეს, რომლის აზრითაც ისრაელი საერთაშორისო ბოიკოტს იმსახურებს ღაზას სექტორში სისხლისღვრის გამო. ბუენოს აირესში ისრაელის საელჩომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვა. საელჩოში განაცხადეს, რომ არგენტინელი ფეხბურთელები პალესტინელების მხრიდან მუქარის […]

პირველი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 8 დღე დარჩა. რუსეთში ჩემპიონატის მონაწილე პირველი ნაკრები ჩავიდა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ირანის ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა. ჯგუფურ ეტაპზე ირანი მაროკოს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება. ირანელები მატჩებს სანკტ პეტერბურგში, ყაზანსა და სარანსკში ჩაატარებენ. Please follow and like us:

ჩემპიონატი მანქანებით ხტომაში /VIDEO/

ინგლისში, სასექსის საგრაფოში, მანქანებით ხტომის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მონაწილეთა მიზანი  8 მანქანისგან შემდგარ რიგზე გადაფრენა იყო. გამარჯვებული ვინმე ნიკ უორდერი გახდა ძველისძველი აუდით. ჩემპიონმა მხოლოდ 50 ფუნტი მიიღო და აღნიშნა, რომ მისთვის ფული მთავარი არ არის. Please follow and like us:

რომის პოლიცია ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

3 მაისის ჩათვლით, რომის ცენტრში, ვილა ბორგეზეს პარკსა და ოლიმპიური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სპირტიანი სასმელების გაყიდვა იკრძალება. ასევე აიკრძალა არაალკოჰოლური სასმელების შუშის ბოთლით ქუჩაში გატანა. აკრძალვა იტალიის დედაქალაქის იმ ადგილებზე ვრცელდება, სადაც ინგლისელი გულშმატკივრების მასობრივ თავშეყრას ელოდებიან. ხვალ, 2 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში რომა ლივერპულს უმასპინძლებს. ქალაქში მობილიზებულია პოლიცია. ჯორჯო ლუჩიანი, პოლიციის წარმომადგენელი […]

დაპირისპირება ლივერპულის და რომას გულშემატკივრებს შორის /VIDEO/

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლივერპულმა ენფილდზე რომას 5:2 მოუგო, მატჩის წინ კი გულშემატკივრებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც. „ლივერპულის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი დანით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას რომას 20-მდე ფანი დაესხა თავს. პოლიციამ მომხდარის გამო 7 ადამიანი დააკავა. Please follow and like us:

ჩემპიონთა ლიგის თასები კიევში ჩაიტანეს /VIDEO/

კიევში, სადაც ერთ თვეში მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩი ჩატარდება, ჩემპიონთა ლიგის თასები ჩაიტანეს. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მამაკაცთა და ქალთა ლიგების თასები უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრიე შევჩენკომ და ფეხბურთელმა ია ანდრუშჩაკმა გამოიტანეს. ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები მომდევნო კვირაში გაიმართება. „ბაიერნი“ „რეალს“ უმასპინძლებს, „რომა“ კი ლივერპულში ჩავა. ფინალი 26 მაისს გაიმართება, ქალთა ჩემპიონტა ლიგის […]