ბათუმი ჩემპიონატიდან გასვლით იმუქრება

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს”. ფაქტია, ეს განცხადება ბათუმის დინამოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ჩიხურასთან მატჩს გიორგი კიკაჩეიშვილი მსაჯობდა და ცოტა არ იყოს, საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო: პირველ ტაიმში პენალტი არ დანიშნა ჩიხურას კარში (მაისაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი), მეორეში კი სახიფათო ჯარიმა ჯოვინო ფლამარიონის წაქცევისთვის. ბათუმის […]

როგორ მოტეხეს სტეფ კარის ხელი /video/

NBA-ს სამგზის ჩემპიონი და ორჯერ საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულმა სტეფ კარიმ მარცხენა ხელის ძვალი მოიტეხა. ინციდენტი ფინიქსთან შეხვედრის მესამე პერიოდში მოხდა, როდესაც გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი სამწამიან ზონაში შეიჭრა და ბურთის კალათში მოთავსებას ცდილობდა რა დროსაც ჰაერში მყოფი მეტოქე კალათბურთელს არონ ბენსს შეეჯახა და პარკეტზე უხერხულად დაეცა. ვითარება კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ სტეფს ფინიქსელთა კალათბურთელიც ზედ […]

მწვრთნელი ორმოში

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ ახალ სპონსორთან კონტრაქტს ხელი რამდენიმე კვირის წინ კი მოაწერა, მაგრამ სარეკლამო აქტივობა ახლაღა გააჩაღა… გერმანული ფეხბურთის მამები საკმაოდ მსუყე თანამშრომლობის პირობებზე საავტომობილო კონცერნ ვოლცვაგენს შეუთანხმდნენ. კონცერნი, რომლის სახელწოდებაც უკვე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, საფეხბურთო გერმანიაში მერსედესს შეცვლის. სანაცვლოდ მძლავრ რეკლამას მიიღებს, საპასუხოდ კი სოლიდურ თანხას გადაიხდის. საფეხბურთო კავშირისა და კონცერნის ერთერთ პიარ-ნაბიჯს […]

გამეორება არ სცადოთ!

სასწაული შედეგია – 34 წლის თურქმა მოცურავე ქალმა Sahika Ercumen-მა 100 მეტრი ერთი ჩასუნთქვით გაცურა, თავი ზემოთ ერთხელაც არ ამოუყვია. თანაც ეს გაცურვა მღვიმეში, გაყინულ წყალში გადაწყვიტა. ცხადია, იგივეს გამეორებას არ გირჩევთ, თავს ხიფათში ნუ ჩაიგდებთ. Please follow and like us:

გემოვნების ამბავი

ჯეიმზ მედისონი „ლესტერის“ ფეხბურთელია და მის გადასაბირებლად „მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს… „სანი“ კი ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდია, რომელიც ცნობად სახეებს კუდში დასდევს… „ჯეიმზ მედისონი „ტოტენჰემთან“ მატჩზე საშინელი და უგემოვნო „რუკზაკით“ მივიდა,“- დაწერა რამდენიმე დღის წინ გაზეთმა თავის ფურცლებზე… მედისონმა „ტოტენჰემთან“ ითამაშა, 85-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლესტერს“ სამი ქულა მოუტანა, სოციალურ ქსელში კი ტაბლოიდს […]

ლებრონ ჯეიმსი და არნოლდ შვარცნეგერი სახლებიდან გაიქცნენ

ლოს ანჯელესის გარეუბნების ათასობით მცხოვრები სახლს ტოვებს. მიზეზი ტყის ხანძრებია, რომელმაც უკვე 200 ჰექტარი მოიცვა. კალიფორნიაში სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა, 80 ათასი სახლი კი სახიფათო ზონაში იმყოფება. ლოს ანჯელესს ცეცხლი ბევერლი ჰილზის მხრიდან უახლოვდება. სახლი დატოვა და უსაფრთხო ადგილს შეაფარა თავი კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, ტერმინატორმა არნოლდ შვარცნეგერმა, რომელმაც სახლი ღამის 3 საათზე დატოვა. ოჯახთან ერთად […]

რა კაცია ფედერერი!

როჯერი მოედანზე ხომ მაგარია და მოედანს მიღმაც მაგარი კაცია! აგერ, ბაზელის ტურნირის მოგების შემდეგ, ფედერერმა ბურთის მიმწოდებელი ბავშვები გასახელში ერთად შეკრიბა და ყველასთვის პიცა შეუკვეთა. ფულში არ არის საქმე, ყურადღებაშია. თანაც, როჯერი თავად არის 4 შვილის მამა. როგორც იცით, როჯერს და მირკას ტყუპი გოგოები და ტყუპი ბიჭები ჰყავთ. Please follow and like us:

ყურშიჩატეხილი ამბავი

კურიოზული შემთხვევა მოხდა BT Sport-ის ლონდონურ ოფისში. რედაქციაში სტუმრად ვესტ ჰემის, ტოტენჰემის, საუთჰემპტონისა და პორტსმუთის ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ჰყავდათ, ვინც გადაცემის მერე პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს – მას ყურში ყურსასმენი ჩაუტყდა… „ყურსასმენი თითქოს ნორმალურად გამიკეთეს, ყოველ შემთხვევაში არაფერს შევუწუხებივარ. გადაცემის ბოლოს კი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მისი გამოღება ვეღარ მოვახერხე. პერსონალი შეწუხდა. ბრტყელტუჩათი სცადეს პრობლემის მოგვარება, […]

ექიმი, მოდელი, კუნთი

ჩინელმა ბოდიბილდერმა ქალმა იუან ჰერონგმა, რომელიც სპორტული ექიმის მოვალეობებსაც ითავსებს, ქომაგებს გული აუჩქროლა – საქმე ის არის, რომ იუანმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე, ნახევრად შიშველი ფოტოები გამოფინა, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამიწვია. წყარო გვამცნობს, რომ იუანს 60 ათასი მიმდევარი ჰყოლს ინსტაგრამში და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს საიტი ჩინეთში აკრძალული ყოფილა. ქალბატონი ადრე ასეთ ქმედებებში არ შეუმჩნევიათ. ახლა […]

შვილები მყავდეს კარგად, თორემ ერთისაც და მეორის დედაც მ…

აბა, ვინ არ იცნობს მზეთუნახავ ვანდა ნარას, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში დიიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ადრე ის კროტონეს ახლანდელი შემტევის, არგენტინელი მაქსი ლოპესის მეუღლე იყო. მათ სამი ვაჟი შეეძინათ: ვალენტინო, კონსტანტინო და ბენედიქტო. თითქოს წყვილი ბედნიერი იყო, მაგრამ ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა. მაშინ ლოპესი და ასევე არგენტინელი მაურო იკარდი „სამპდორიაში“ თამაშობდნენ და ერთხელაც ზაფხულში ერთად დაისვენეს. სწორედ […]