როგორ მოტეხეს სტეფ კარის ხელი /video/

NBA-ს სამგზის ჩემპიონი და ორჯერ საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულმა სტეფ კარიმ მარცხენა ხელის ძვალი მოიტეხა. ინციდენტი ფინიქსთან შეხვედრის მესამე პერიოდში მოხდა, როდესაც გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი სამწამიან ზონაში შეიჭრა და ბურთის კალათში მოთავსებას ცდილობდა რა დროსაც ჰაერში მყოფი მეტოქე კალათბურთელს არონ ბენსს შეეჯახა და პარკეტზე უხერხულად დაეცა. ვითარება კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ სტეფს ფინიქსელთა კალათბურთელიც ზედ დაემხო, დაცემისას საკუთარი და ბენსის წონის სიმძიმეც მარცხენა ხელმა მიიღო და ძვალმაც ვეღარ გაუძლო. სტეფ კარის თაბაშირით სიარული 5 კვირა მოუწევს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain