მწვრთნელი ორმოში

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ ახალ სპონსორთან კონტრაქტს ხელი რამდენიმე კვირის წინ კი მოაწერა, მაგრამ სარეკლამო აქტივობა ახლაღა გააჩაღა…

გერმანული ფეხბურთის მამები საკმაოდ მსუყე თანამშრომლობის პირობებზე საავტომობილო კონცერნ ვოლცვაგენს შეუთანხმდნენ. კონცერნი, რომლის სახელწოდებაც უკვე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, საფეხბურთო გერმანიაში მერსედესს შეცვლის. სანაცვლოდ მძლავრ რეკლამას მიიღებს, საპასუხოდ კი სოლიდურ თანხას გადაიხდის.

საფეხბურთო კავშირისა და კონცერნის ერთერთ პიარ-ნაბიჯს კი ამას წინათ ავტო-სახელოსნომ უმასპინძლა – გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი „იამაში“ ჩავიდა და ვოლცვაგენი ქვემოდან შეათვალიერა. მერე „კარდანვალს“ ქანჩი მოუჭირა, „სტერჟინა“ დაპრესა, სხვა დეტალებიც თვალის ერთი შევლებით „შეამოწმა“ და …

მანქანითა და სარეკლამო კომპანიით კმაყოფილმა „მეხანიკმა ლიოვმა“ დასძინა, ასეთი სპონსორის ხელში კიდევ ბევრი წარმატების იმედი უნდა გვქონდესო…

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain