გემოვნების ამბავი

ჯეიმზ მედისონი „ლესტერის“ ფეხბურთელია და მის გადასაბირებლად „მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს…
„სანი“ კი ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდია, რომელიც ცნობად სახეებს კუდში დასდევს…

„ჯეიმზ მედისონი „ტოტენჰემთან“ მატჩზე საშინელი და უგემოვნო „რუკზაკით“ მივიდა,“- დაწერა რამდენიმე დღის წინ გაზეთმა თავის ფურცლებზე…
მედისონმა „ტოტენჰემთან“ ითამაშა, 85-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლესტერს“ სამი ქულა მოუტანა, სოციალურ ქსელში კი ტაბლოიდს უპასუხა:
„ტოტენჰემთან“ მატჩზე „სანით“ ხელში მისვლა ოტმაგად საშინელება იქნებოდა. „სანის“ კითხვა ნიშნავს, რომ გემოვნება საერთოდ არ გაქვს.“
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო „რუკზაკის“ ფასია – 6, 538 ათასი გირვანქა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain