ყურშიჩატეხილი ამბავი

კურიოზული შემთხვევა მოხდა BT Sport-ის ლონდონურ ოფისში. რედაქციაში სტუმრად ვესტ ჰემის, ტოტენჰემის, საუთჰემპტონისა და პორტსმუთის ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ჰყავდათ, ვინც გადაცემის მერე პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს – მას ყურში ყურსასმენი ჩაუტყდა…

„ყურსასმენი თითქოს ნორმალურად გამიკეთეს, ყოველ შემთხვევაში არაფერს შევუწუხებივარ. გადაცემის ბოლოს კი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მისი გამოღება ვეღარ მოვახერხე. პერსონალი შეწუხდა. ბრტყელტუჩათი სცადეს პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარესი შედეგი მიიღეს – ყურსასმენი გადატყდა და ნაწილი ყურში ჩარჩა, თანაც კიდევ უფრო ღრმად ჩავიდა. სმენის დაკარგვა რეალური იყო, მაგრამ… მოკლედ, სხვა გზა რომ აღარ იყო, სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადამიყვანეს,“ – თქვა ამჟამად უქმად მყოფმა ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა.
BT Sport-ის რედაქციამ მომხდარისთვის მწვრთნელს მოუბოდიშა და საავადმყოფოს ხარჯები აანაზღაურა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain