ექიმი, მოდელი, კუნთი

ჩინელმა ბოდიბილდერმა ქალმა იუან ჰერონგმა, რომელიც სპორტული ექიმის მოვალეობებსაც ითავსებს, ქომაგებს გული აუჩქროლა – საქმე ის არის, რომ იუანმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე, ნახევრად შიშველი ფოტოები გამოფინა, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამიწვია. წყარო გვამცნობს, რომ იუანს 60 ათასი მიმდევარი ჰყოლს ინსტაგრამში და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს საიტი ჩინეთში აკრძალული ყოფილა.

ქალბატონი ადრე ასეთ ქმედებებში არ შეუმჩნევიათ. ახლა კი იმიჯის შეცვლა განუზრახავს და თავისი ქომაქგების კიდევ უფრო გაღიზიანებას აპირებს, მთლად შიშველი ფოტოები უნდა დავდოო.

ბოლო დროს იუანი ბოდიბილდინგს სამედიცინო საქმიანობას ამჯობინებს, თუმცა, როგორც ჩანს, მოდელობისთვისაც პოულობს დროს. კითხვაზე, თუ რომელი პროფესიაა მისთვის მთავარი, უპასუხა: უპირველესად ექიმი ვარ, მერე მოდელი და ბოლოს ბოდიბილდერიო.

როგორც გითხარით, იუანმა ინსტაგრამში ძალიან სწრაფად შეიძინა 60 ათასი მიმდევარი. ახლა ზოგი მას სიყვარულს უხსნის, ზოგი სილამაზეს უქებს, ზოგიც ეკაიფება.

 

„იუან, თქვენ ძალიან მომხიბლავი და ლამაზი ხართ. მაგრამ მეტად ის მომწონს, რომ ექიმი ბრძანდებით და ადამიანებს ეხმარებით. ეს თქვენს კარგ გულსა და გონიერებაზე მეტყველებს,“ – წერს ერთი ინსტაგრამელი.

„შენს ერთ ფეხზე არსებული კუნთები გაცილებით მეტია, ვიდრე მთელს ჩემს სხეულზე,“ – წერს მეორე.

საინტერესოა, რა მოხდება, როცა იუანი მთლად შიშველ ფოტოებს გამოაქვეყნებს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain