შვილები მყავდეს კარგად, თორემ ერთისაც და მეორის დედაც მ…

აბა, ვინ არ იცნობს მზეთუნახავ ვანდა ნარას, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში დიიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ადრე ის კროტონეს ახლანდელი შემტევის, არგენტინელი მაქსი ლოპესის მეუღლე იყო. მათ სამი ვაჟი შეეძინათ: ვალენტინო, კონსტანტინო და ბენედიქტო.

თითქოს წყვილი ბედნიერი იყო, მაგრამ ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა. მაშინ ლოპესი და ასევე არგენტინელი მაურო იკარდი „სამპდორიაში“ თამაშობდნენ და ერთხელაც ზაფხულში ერთად დაისვენეს. სწორედ მაშინ ჩავარდნია გულში ვანდას მაურო. ჰოდა, ცოტა ხანში მაქსის გაშორდა და მაუროს გაჰყვა ცოლად. თანაც მისი აგენტი გახდა.

ამ ზაფხულს კი იკარდი ინტერიდან პარი სენ ჟერმენში გადავიდა, სადაც იქაური არგენტინელები – ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი არცთუ მეგობრულად დახვედრიან. ამბობენ, იკარდის არგენტინის ნაკრებში მესიც გაუნაწყენდაო.

გასაგებია, იკარდიმ ხომ ლოპესს ცოლი წაართვა. ბიჭებს კი ეს ამბავი არ მოსწონთ. ბევრს ლაპარაკობდნენ ლოპესი აუცილებლად იძიებს შურსო მაგრამ ახლახან მაქსიმ თქვა, შვილები მყავდეს კარგად, თორემ ერთის და მეორის დედაც მ…

უკვე მომხდარი ამბავია და რაღაა სანერვიულო. მაგ ისტორიის ფურცელი უკვე გადაშლილი მაქვს და აღარ მაინტერესებსო.

ვითომ…

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain