Neuer педераст – მექსიკელ გულშემატკივრებს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ

მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია შესაძლოა დაჯარიმდეს. საქმე გერმანიისა და მექსიკის ნაკრებთა მატჩის დროს მექსიკელი გულშემატკივრების ქცევას ეხება. ფიფა მექსიკელ ქომაგებს ჰომოფობიურ შეძახილებში ადანაშაულებს. მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრები გერმანიის ნაკრების კაპიტანს მანუელ ნოიერს გეის უძახდნენ. მექსიკელები თვლიან, რომ თამაშის დროს მსგავსი შეძახილები ჩვეულებრივი მოვლენაა.

გულშემატკივარი

ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამაში არაფერია პირადული. უბრალოდ ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ფორმით გამოვხატოთ ემოციები. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვსურს და იმედი გვაქვს, ფიფა ამას გაითვალისწინებს.

გულშემატკივარი

ეს ჰომოფობია არ არის, ეს უბრალოდ თამაშია, ხუმრობა. ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი ძალიან მხიარულია. ჩვენ ყველაფერზე ვიცინით, ჩვენ სიკვდილზეც კი ვხუმრობთ, ასე რომ ჰომოფობია არაფერ შუაშია.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფიფამ მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია ანალოგიური შეძახილებისთვის ათჯერ დააჯარიმა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია