რობი უილიამსის შუათითი რუსეთს

ესეც ასე. მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო. როგორც წესი, გახსნის ცერემონია გაცილებით შეკვეცილი და სადაა ხოლმე, ვიდრე ოლიმპიადებზე, მაგრამ გუშინდელი მაინც უგემოვნების პიკი იყო. რობი უილიამსის რამდენიმე სიმღერა. მათ შორის ერთი აიდა გარიფულინასთან ერთად (ვენის ოპერის სოპრანო), მოედანზე უფუნქციოდ მოსიარულე „კიჭა“ რონალდო და მოცეკვავე გოგონები. ჰო, გარიფულინა რატომღაც ზღაპრულ ფასკუნჯში ჩასვეს, რომელიც შანხაის ქუჩებში ჩინურ ახალ წელს გამოტანილი დრაკონის ცუდი მიბაძვა უფრო იყო.

რობი უილიამსმა ჯერ კიდევ ცერემონიის დაწყებამდე თქვა, რომ ერთ-ერთი ჰიტის – Party Like A Russian შესრულება აუკრძალეს. მიზეზი? ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპში ინგლისელი მომღერალი შუათითს აჩვენებს. ეტყობა, ვარსკვლავმა აკრძალვა იწყინა და ამჯერად შუათითი გახსნის ცერემონიის პირდაპირ ეთერში უჩვენა. ეგ იყო და ეგ.

მერე მოედანზე ორი უმწეო გუნდი გავიდა, თუმცა არაბები რუსებზე ზუსტად ხუთჯერ უფრო უმწეონი აღმოჩნდნენ. ახლა ისღაა საქმე, ეგვიპტესთან ფრესაც კი რუსები ლამის ასი პროცენტით გაჰყავს ქვეჯგუფიდან. ამიტომ იყო, პირქუშმა სტანისლავ ჩერჩესოვმა შუბლი რომ გახსნა და მესამე გოლის ავტორ არტიომ დზიუბას სამხედრო სალამი მისცა. ეს ყველაფერი ჟურნალი იყო. დღეს კინოც იქნება. ნაღდი, პირენეული – ესპანეთი და პორტუგალია.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ