რომან აბრამოვიჩმა ისრაელის პასპორტი აიღო

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ბრიტანეთის ვიზასტან დაკავშირებული პრობლემის ფონზე ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე რუსული და ებრაული წყარო ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩი ორშაბათს თელ ავივში ჩაფრინდა, ბანკში ანგარიში გახსნა, სამედიცინო დაზღვევა გააფორმა და რეპატრიანტის საბუთები მიიღო. ამის შემდეგ აბრამოვიჩმა ისრაელი დატოვა. ებრაული პასოპრტი აბრამოვიჩს საშუალებას მისცემს ვიზის გარეშე ჩავიდეს დიდ ბრიტანეთში, სადაც რუსული პასპორტით რამდენიმე კვირაა აღარ უშვებდნენ.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain