ლენს არმსტრონგის საქმე – 5 მილიონი დოლარი

მსოფლიო ველოსპორტის ლეგენდა ლენს არმსტრონგი მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. ტურ დე ფრანსის 7-გზის გამარჯვებულ სპორტსმენს შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ უჩივლა. იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დოპინგის მოხმარებით არმსტრონგმა მორალური ზიანი მიაყენა თავის სპონსორს, ამერიკულ სახელმწიფო  საფოსტო კომპანია US Postal-ს.

არმსტრონგს100 მილიონი დოლარით დაჯარიმება ემუქრებოდა, რის გამოც 5 მილიონის სანაცვლოდ მორიგებაზე წასვლა ამჯობინა.

ლენს არმსტრონგი აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში 2012 წელს ამხილეს, რის გამოც მას 1998 წლიდან მოყოლებული ყველა შედეგი გაუუქმდა. ჩამოერთვა ყველაზე პრესიტიჟული ტურნირის – ტურ დე ფრანსის შვიდივე ტიტული და სამუდამოდ აეკრძალა ტურნირებზე გამოსვლა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.